
როგორ დავნერგოთ გენერაციული AI HR: გამოყენების 7 ქეისი

2018 წელს კომპანია OpenAI-მ წარმოადგინა GPT (Generative Pre-trained Transformer) ტექნოლოგიები – ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომლებიც იყენებენ ღრმა სწავლებას ტექსტის გენერირებისთვის. მას შემდეგ, სასაუბრო ენის მოდელებზე დაფუძნებული ჩატბოტების შექმნამ რევოლუციური გავლენა მოახდინა არაერთ მნიშვნელოვან სფეროზე.
უკვე ყველასთვის ნაცნობი, ChatGPT არის ახალი სამყარო, რომელშიც ნებისმიერს შეუძლია მყისიერი პასუხის მიღება მოთხოვნის გაგზავნისას. ადამიანები ახლა მოგზაურობენ ჩატბოტებით, უზრუნველყოფენ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, უფასო იურიდიულ დახმარებას და სამედიცინო რჩევებსაც კი.
AI-ზე დაფუძნებული ასეთი ტექნოლოგიების იმპლემენტაცია ბიზნესს საშუალებას აძლევს გააძლიეროს პერსონალი ვირტუალური სპეციალისტებით, რადგან იგივე ChatGPT-ს შეუძლია: პროგრამირება, ტექსტების თარგმნა სხვადასხვა ენაზე, ხელოვნების ნიმუშის შექმნა, სტატიების გენერირება და სხვა. მაგრამ ციფრული ასისტენტის მთავარი
უპირატესობა მისი „გადამზადების“ შესაძლებლობაა თქვენი კომპანიის ინდივიდუალური საჭიროებებისთვის.
დღეს ბიზნესის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა ჩატბოტების ინტეგრაცია და იმპლემენტაციაა მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის. ვირტუალური ასისტენტები სერვისის განუყოფელი ნაწილად იქცა, რადგან დიდ გავლენას ახდენს მომსახურების ეფექტურობაზე, მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და გაყიდვებზეც კი. თუმცა შესაძლოა ჩატბოტმა არასწორი პასუხებიც გასცეს, რასაც გავლენა ექნება მოთხოვნების დამუშავების ხანგრძლივობაზე, აგრეთვე, თუ პასუხი „ხელოვნურად“ ჟღერს – ეს გამოიწვევს მომხმარებლის უკმაყოფილებას.
დაბალი ხარისხის ვირტუალური ასისტენტი სერვისის დატვირთვის შემცირების ნაცვლად, პირიქით, მეტ სამუშაოს გააჩენს. ამის თავიდან ასაცილებლად, SMART business-ის ექსპერტების გუნდი, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების დანერგვის მდიდარი გამოცდილებით, ეხმარება კომპანიებს განავითარონ და ჩართონ პერსონალური ჩატის ასისტენტები თავიანთ ბიზნეს პროცესებში. Azure OpenAI ტექნოლოგიების გამოყენებით, SMART business-ის სპეციალისტებს შეუძლიათ მოკლე დროში შექმნან საკუთარი ChatGPT მოდელი თქვენი მომხმარებლის მომსახურებისთვის.
ChatGPT-ის პერსონალიზაციის ინსტრუმენტების სპექტრი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მას შემდეგ, რაც OpenAI-მა და Microsoft-მა ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს. შედეგად მივიღეთ კომპლექსური Azure OpenAI ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დააგენერიროთ ChatGPT კომპანიის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. მაგალითად, ინტელექტუალურ ასისტენტს შეუძლია უზრუნველყოს მომხმარებელთა კონსულტაცია 24/7 კორპორატიულ მონაცემებზე დაყრდნობით ბუნებრივი ენის პასუხების გენერირებით.
SMART business-ის გუნდი დარწმუნებულია, რომ ასეთი იმპლემენტაცია გარანტირებულად შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს. გარდა ამისა, ჩატბოტი გამოადგებათ თავად კომპანიის სპეციალისტებს, რადგან მას შეუძლია შეასრულოს რუტინული დავალებები, როგორიცაა: ინფორმაციის მოძიება შიდა ვიკი-ბაზებში, პასუხების გენერირება მომხმარებლებისთვის, საინფორმაციო ბიულეტენების და ოფიციალური წერილების ტექსტების გენერირება. Chatbots ხშირად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მარტივი და ეფექტური ინსტრუმენტი ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის. მათი შესაძლებლობების ძირითადი დიაპაზონის გასაგებად, წარმოგიდგენთ გამოყენების ყველაზე პოპულარულ შემთხვევებს:
ზოგადად, თანამედროვე ბიზნესი წარმოუდგენელია მაღალი ხარისხის მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისის გარეშე, თუმცა მცირე ბიზნესისთვის ხშირად არაპრაქტიკულია დამატებითი შიდა განყოფილების შექმნა ან აუთსორსირებული ქოლ ცენტრების მომსახურებით სარგებლობა. შესაბამისად, მსგავს შემთხვევებში პერსონალიზებული ჩატბოტის შექმნა ოპტიმალური გადაწყვეტაა. მეორეს მხრივ, რაც უფრო ფართოვდება კომპანია, სულ უფრო რთული ხდება მომხმარებლის მომსახურების ხარისხის შესაბამისი დონის შენარჩუნება. ვირტუალური ასისტენტი, როგორც უნივერსალური ინსტრუმენტი სრულყოფილად უზრუნველყოფს მომხმარებელთა მომსახურების განყოფილების გაძლიერებას.

მოდელები, როგორიცაა ChatGPT, მუშაობს შაბლონებისა და ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, რომლებიც თავის მხრივ დიდი რაოდენობით მონაცემებს ეყრდნობა. ისინი კითხვებზე უფრო ზოგადად პასუხობენ, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვის არ ითვალისწინებენ მომხმარებლების სპეციფიკურ საჭიროებებს. ამასთან, Azure OpenAI ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ გააუმჯობესოთ ჩვეულებრივი СhatGPT და “ასწავლოთ” მას კონკრეტულად თქვენთვის მუშაობა, რასაც შემდეგი უპირატესობები აქვს:
მხარდაჭერის სერვისის ჩატბოტი არ უნდა პასუხობდეს კლიენტებს მხოლოდ ზოგადი ფრაზებით, არამედ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ მათ ესაუბრება ცოცხალი და ლოიალური სპეციალისტი. ვირტუალური ასისტენტი დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი ბრენდი გამორჩეული, კონკურენტებისგან განსხვავებული და ჩამოაყალიბოთ ნდობა თქვენს კლიენტებსა და მხარდაჭერის გუნდს შორის. მაგრამ პერსონალიზებული მოდელის მომზადებას შეიძლება დასჭირდეს დიდი დრო, რესურსები და განმეორებითი ტესტირებები, რაც ყოველთვის არ ჯდება იმ კომპანიების არსებულ ბიზნეს პროცესებში, რომლებიც არ არიან სპეციალიზირებულნი ამ სფეროში.
საუკეთესო ვარიანტია მიმართოთ ექსპერტებს, რომლებიც დახელოვნებულნი არიან AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. SMART business-ს ამ სფეროში 15 წლიანი გამოცდილება აქვს. თქვენ არ დაგჭირდებათ დეველოპმენტის გუნდში სპეციალისტების დამატება, ან კომპანიის ძირითადი მიზნებიდან ღირებული რესურსის გადატანა. SMART business-ის გუნდი პერსონალიზებული ChatGPT-ის ინტეგრაციის და იმპლემენტაციის გარანტიას იძლევა:
დაბოლოს, გადავწყვიტეთ, თავად ChatGPT გვეკითხა, რატომ უნდა მიენიჭოს Azure OpenAI-ის ჩატბოტების დანერგვას უპირატესობა SMART business-ს და აი რა გვიპასუხა:
„Azure OpenAI-ზე დაფუძნებული ჩატბოტების დანერგვა უნდა დაევალოს SMART business-ს ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავებისა და ინტეგრაციის მდიდარი გამოცდილების გამო, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ეს მიდგომა საშუალებას მოგცემთ შექმნათ მაღალი ხარისხის და ეფექტური ჩატბოტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებელთა მომსახურების მაღალ დონეს და დაგეხმარებათ სტრატეგიული მიზნების მიღწევაში“.
ამიტომ, SMART business-ის გუნდს ენდობიან არა მხოლოდ კლიენტები, არამედ თვით ხელოვნური ინტელექტიც
დატოვეთ მოთხოვნა, რათა მიიღოთ საკუთარი Azure OpenAI იმპლემენტაციის სკრიპტი მომხმარებელთა მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად: sales@smart.com