
როგორ დავნერგოთ გენერაციული AI HR: გამოყენების 7 ქეისი

SSPR (Self-Service Password Reset) არის ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, Azure Active Directory-ის ერთ-ერთი სერვისი, რომელიც პასუხისმგებელია მომხმარებლების იდენტიფიცირებაზე და მათთვის წვდომის მინიჭებაზე.
ეს სერვისი საშუალებას აძლევს კომპანიის თანამშრომლებს შეცვალონ ან აღადგინონ საკუთარი პაროლები ადმინისტრატორის დახმარების გარეშე. შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ რა ხდება ორგანიზაციებში, რომლებიც არ იყენებენ Azure AD SSPR-ს?
ამ შემთხვევაში დამხმარე ჯგუფის სამუშაო დროის 20-30% წვდომის აღდგენაზე იხარჯება. თანამშრომლებს ხშირად ავიწყდებათ მათი პაროლები, განსაკუთრებით თუ ისინი რთულია, როგორც ამას ინფორმაციული უსაფრთხოების წესები მოითხოვს. გარდა ამისა, როდესაც პაროლის მოქმედების ვადა იწურება, თანამშრომლები ყოველთვის არ ცვლიან მას დროულად და იძულებულნი არიან დაუკავშირდნენ ადმინისტრატორებს მათ ანგარიშებზე წვდომის აღსადგენად.
ორგანიზაციებში, სადაც ბევრი თანამშრომელია, ასეთი მოთხოვნების ნაკადი პერმანენტულ ხასიათსაც კი იღებს. კომპანიებმა თავიანთი IT პერსონალის ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილი კოლეგების მიერ დავიწყებულ პაროლების აღდგენაზე უნდა დახარჯონ.
Microsoft-ის SSPR ფუნქციონალით, ეს პრობლემა უბრალოდ ქრება. თანამშრომლებს შეუძლიათ საკუთარი პაროლების განახლება. რა გჭირდებათ ამისთვის? უბრალოდ დააკლიკეთ ღილაკს “დაგავიწყდათ პაროლი?” სისტემაში შესვლისას და მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას. სისტემა შემოგთავაზებთ იდენტობის დადასტურების ერთ-ერთ მეთოდს: პაროლის შეყვანა Microsoft Authenticator-ის მობილურ აპლიკაციაში, SMS, სატელეფონო ზარი, ან ელ. შეტყობინების კოდით, საკონტროლო კითხვები და ა.შ.
Azure AD Self-Service Password Reset საშუალებას აძლევს თითოეულ ორგანიზაციას დააკონფიგურიროს რომელიმე გადამოწმების მეთოდი საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად. რეკომენდებულია მრავალი ალტერნატიული მეთოდის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი არ მუშაობს ან რაიმე მიზეზით მიუწვდომელია.
ამრიგად, SSPR ფუნქციონალის წყალობით, პაროლის დამოუკიდებლად აღდგენას 1-2 წუთი სჭირდება. თანამშრომელი არ არის იძულებულ ელოდოს ჰელფდესქს პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც თავის მხრივ თავისუფლდება დიდი რაოდენობით რუტინისგან.
შედეგად, IT-ს თამაშრომლებს შეუძლიათ კონცენტრაცია მოახდინონ უფრო პრიორიტეტულ ამოცანებზე.
უსაფრთხოების საიდენტიფიკაციო სერვისები, რომლებიც SSPR-ს მოიცავს, Zero Trust მოდელის პირველი ფუნდამენტური უსაფრთხოების ფენაა. ის ეფუძნება იდეას, რომლის თანახმადაც კომპანიის IT რესურსებსა და მონაცემებზე წვდომის მიღება მხოლოდ შესაბამისი იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციისა და უსაფრთხოების შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი. Zero Trust მოდელის მთავარი პრინციპია „არასოდეს ენდო, ყოველთვის გადაამოწმე“.
თუ გსურთ გაიგოთ მეტი Microsoft-ის Self-service Password Reset ფუნქციის შესახებ, ასევე ჩაატაროთ თქვენს კომპანიაში არსებული IT უსაფრთხოების გადაწყვეტილებების აუდიტი, გამოაგზავნეთ მოთხოვნა კონსულტაციისთვის. SMART business-ის გუნდი მოგაწოდებთ პრაქტიკულ რეკომენდაციებს კიბერ საფრთხეებისგან დაცვის გასაძლიერებლად და დაგეხმარებათ Microsoft-ის უსაფრთხოების საჭირო სერვისების კონფიგურაციაში.