რა არის Desktop as a Service (DaaS) და როგორ დაგეხმარებათ Azure Virtual Desktop თქვენი სამუშაო ადგილის ორგანიზებაში
დღეს ბიზნესის მართვისთვის, ნებისმიერი კომპანიის თანამშრომლებს უნდა შეეძლოთ უპასუხონ მეილებს და იმუშაონ პროექტებზე კოლეგებთან ერთად ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი მოწყობილობით, იქნება ეს სახლი, გზა თუ სუპერმარკეტის სალარო.
თითოეულ თანამშრომელს შეუძლია წარმატებით შეასრულოს დავალებები, პროცესების სწორად ორგანიზების შემთხვევაში.
მიუხედავად ამისა, არა ერთი კომპანია კვლავ ეძებს პასუხებს ჰიბრიდული ან დისტანციური გუნდების ტექნოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხზე. გადაწყვეტილება შეიძლება იყოს desktop as a service, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DaaS.
რა არის „დესკტოპი როგორც სერვისი“ (DaaS)?
DaaS არის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეკონომიური ტიპის დესკტოპის ვირტუალიზაცია, რომელიც ათავისუფლებს კომპანიას კომპიუტერის ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ ფიზიკურ აპარატურასთან დაკავშირებისგან.
ამის ნაცვლად, ბიზნესებს შეუძლიათ გამოიყენონ DaaS ვირტუალურ დესკტოპზე წვდომის მისაღებად ღრუბლოვანი პროვაიდერის ინტერნეტით. ღრუბლოვანი პროვაიდერები, რომლებიც ამ სერვისს გვთავაზობენ, ავრცელებენ და მართავენ ვირტუალურ დესკტოპს საკუთარი მონაცემთა ცენტრებიდან.
DaaS ლოკალური პროგრამული უზრუნველყოფის წინააღმდეგ
DaaS გადაწყვეტილებები განსხვავდება ლოკალური პროგრამული უზრუნველყოფისგან მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის:
ღირებულება
DaaS-ის საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ ტექნიკის წინასწარ შესყიდვები თანამშრომლებისთვის, როგორიცაა ძვირადღირებული დესკტოპები და ლეპტოპები. ამის ნაცვლად, კომპანიები უხდიან ღრუბლოვანი სერვისის პროვაიდერებს მხოლოდ იმ მონაცემებისთვის, რესურსებისთვის და სერვისებისთვის, რომლებსაც ისინი იყენებენ.
მასშტაბირება
ღრუბლოვანი პროვაიდერები კომპანიებს აძლევენ შესაძლებლობას გამოიყენონ ნებისმიერი რაოდენობის დესკტოპები. ეს აძლევს გუნდებს დაუყოვნებლივ წვდომას საჭირო რაოდენობაზე, ნებისმიერ დროს და ადგილას.
მენეჯმენტი
ღრუბლოვანი პროვაიდერები, რომლებიც სთავაზობენ DaaS-ს, უზრუნველყოფენ შენახვას, განახლებებს, სარეზერვო ასლებს და სხვა დესკტოპის მენეჯმენტს კომპანიებისთვის, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს აუთსორს მომსახურებას უწევენ. DaaS პროვაიდერები ხშირად მართავენ დესკტოპებს, აპლიკაციებს და მათი მომხმარებლების უსაფრთხოებას.
DaaS დესკტოპის ვირტუალიზაციის უპირატესობები
DaaS-ს მრავალი სხვა უპირატესობაც აქვს: ფინანსური, შესრულებასთან დაკავშირებული და ადმინისტრაციული. მოდით გადავხედოთ რამდენიმე ძირითად მიზეზს, რის გამოც კომპანიები იყენებენ ამ ტიპის დესკტოპის ვირტუალიზაციას.
დისტანციურად მუშაობის უნარი. ჰიბრიდული და დისტანციური სამუშაო სივრცის გავრცელება მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას აპლიკაციებსა და მონაცემებზე წვდომისათვის. DaaS-ით, IT გუნდებს შეუძლიათ მარტივად გადაიტანონ მონაცემები სხვადასხვა პლატფორმებს შორის, მომხმარებლებს კი აქვთ შესაძლებლობა მიიღონ წვდომა საჭირო მონაცემებზე მრავალი კომპიუტერიდან, ნებისმიერი ადგილიდან.
BYOD მხარდაჭერა. გარდა თანამშრომლების ოფისებიდან მუშაობის ვალდებულებისგან გათავისუფლებისა, DaaS-ს თანამშრომლების ექსკლუზიურად კომპანიის მოწყობილობებზე ან ერთ კონკრეტულ მოწყობილობაზე მუშაობისგან გათავისუფლებაც შეუძლია. DaaS უადვილებს IT გუნდებს, უზრუნველყონ პერსონალიზებული მოწყობილობების მხარდაჭერა, ან BYOD, პოლიტიკას, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს იმუშაონ თავიანთ ტელეფონებზე, ტაბლეტებსა და ლეპტოპებზე IT უსაფრთხოების დარღვევის გარეშე.
დესკტოპის გამარტივებული მართვა. IT გუნდებისთვის Microsoft უზრუნველყოფს პარამეტრებს, რომლებიც ამარტივებს ვირტუალური დესკტოპის კონფიგურაციას და მართვას. ეს ამცირებს ადმინისტრაციულ დატვირთვას. დესკტოპის, აპლიკაციებისა და მონაცემთა გამოყენების სწრაფი ზრდა ან შემცირება მომხმარებლის საჭიროების მიზდევით უზრუნველყოფს IT დატვირთვის ოპტიმიზაციას.
IT უსაფრთხოების დონის ამაღლება. DaaS ქმნის ნაკლებ რისკებს უსაფრთხოების მიმართულებით, რადგან მონაცემები ღრუბლოვანი პროვაიდერის მონაცემთა ცენტრში მდებარეობს, ლეპტოპების, ტაბლეტებსა და ტელეფონების ნაცვლად. თუ კომპიუტერი ან მოწყობილობა დაიკარგება,მარტივად გამორთავთ ღრუბლოვან სერვისს და მათ ნებისმიერი სხვა მოწყობილობით ჩაანაცვლებთ. ამასთან, არ დაიკარგება კომპანიის მონაცემები და თანამშრომელი მუშაობას იმ ადგილიდან გააგრძელებს, სადაც დაასრულა წინა მოწყობილობაზე.
შემცირებული IT ხარჯები. DaaS გადაწყვეტილებები დაზოგავს ბიზნესის IT ხარჯებს ტრადიციული ლოკალური ტექნიკისა და საფონდო პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნილ ღრუბლოვან სერვისებზე და დესკტოპებზე გადატანით. DaaS-ის გამოყენება შესაძლებელია მოწყობილობებზე, რომლებიც საჭიროებენ გაცილებით ნაკლებ დამუშავების ენერგიას, ვიდრე სტანდარტული ლეპტოპი ან დესკტოპ კომპიუტერი, რაც კომპანიებს ხარჯების ოპტიმიზაციაში დაეხმარება. თანამშრომლებისთვის საკუთარი მოწყობილობების გამოყენების უფლება ასევე ხელს უწყობს ტექნიკის ხარჯების შემცირებას და ასევე ამცირებს IT განყოფილების დატვირთვას.
მოძველებული ტექნიკის გამოყენების გახანგრძლივება. კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ სახსრები ყველა მოძველებული ტექნიკის განსაახლებლად, შეუძლიათ გამოიყენონ DaaS ახალი ოპერაციული სისტემის კონფიგურაციისთვის. ღრუბლოვანი სისტემიდან ახალი ოპერაციული სისტემის სერვისი უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტია, ვიდრე შიდა ტექნიკის სრული შეცვლა.
Azure ვირტუალური დესკტოპი — Microsoft-ის „Desktop as a Service “
ყველაფერი, რაც ზემოთ განვიხილეთ, იმპლემენტირებულია Microsoft-ის მიერ Azure Virtual Desktop-ში (AVD), რომელსაც ადრე Windows Virtual Desktop-ის სახელით იყო ცხნობილი. განვიხილოთ უფრო დეტალურად.
Azure Virtual Desktop დესკტოპის და პროგრამული უზრუნველყოფის გადაწყვეტილებაა, რომელიც დისტანციური მუშაობისას პროდუქტიული მუშაობის საშუალებას იძლევა ადგილმდებარეობისა და მოწყობილობის მიუხედავად.
Azure Virtual Desktop-ის ბიზნეს უპირატესობები
დესკტოპის მიწოდება Windows 10-დან და Windows 11-დან ნებისმიერ მოწყობილობაზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. AVD-ით, თანამშრომლები იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულად არის ოპტიმიზირებული Windows 10, Windows 11 და Microsoft 365-ისთვის, მრავალ სესიის შესაძლებლობებით.
უსაფრთხოების ორგანიზება და საწარმოს აპლიკაციებისა და მონაცემების მოთხოვნებთან შესაბამისობა. შაბლონურად ძლიერი Azure უსაფრთხოების მახასიათებლების გამოყენება პოტენციური რისკების შესამცირებლად და მაკორექტირებელი ზომების მისაღებად.
გამარტივებული იმპლემენტაცია და მართვა. Azure პორტალი საშუალებას გაძლევთ დააკონფიგურიროთ ქსელის პარამეტრები, დაამატოთ მომხმარებლები, განათავსოთ დესკტოპები და აპლიკაციები და გაააქტიუროთ უსაფრთხოება მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით. Citrix-ისა და VMware-ის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გაამარტივონ ვირტუალური დესკტოპის და აპლიკაციების მიწოდება Azure-ის გამოყენებით.
ხარჯების შემცირება მრავალჯერადი და ხელმისაწვდომი ლიცენზიებით. ხარჯების ოპტიმიზაცია მიიღწევა კომპანიაში უკვე გამოყენებული შესაბამისი Microsoft 365 ან Windows ლიცენზიების მეშვეობით. Windows 10-ისა და Windows 11-ის მრავალ სესიის მხარდაჭერა ამცირებს ინფრასტრუქტურის ხარჯებს. კომპანია იხდის მხოლოდ იმის საფასურს, რასაც იყენებს.
SMART business ექსპერტები დაგეხმარებით Azure Virtual Desktop-ის კონფიგურიაციაში და შევარჩევთ ოპტიმალურ პარამეტრებს, რომელიც სპეციალურად თქვენი კომპანიის საჭიროებებზე იქნება მორგებული. თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები გადაწყვეტილების კონფიგურაციისთვის საჭირო ლიცენზიების, Azure ვირტუალური დესკტოპის დანერგვის ღირებულების შესახებ, თუ გჭირდებათ რჩევა ან მეტი ინფორმაცია, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მოთხოვნა მისამართზე sales@smart-it.com. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ.